USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 8 აპრილს დენი გაეთიშებათ
Date:  514

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზარწემის და ქვემო აჟარის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, მხატვრების დასახლების, ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV, V მიკრორაიონების, ავთო ვარაზის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, ინტენსიფიკაციის, ბესარიონ ჟღენტის, პაბლო პიკასოს, მელიტონ ქანთარიას, შალვა ნუცუბიძის, მარგიანის და ერმილე ბედიას ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, მუხრან მაჭავარიანის, გოძიაშვილის და თოფურიძე ვალენტინის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, აგლაძის და ბაქრაძის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთ გზატკეცილის, თავკვერის, ეკატერინე ბაღდავაძის, ნაკადულის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ქინძმარაულის, რევაზ მამისაშვილის, გახოკიძის, ახვლედიანის, ჩანტლაძის და მუხაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ხანძთელის ქუჩის მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რეხის ქუჩის მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის ქუჩის მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, ზესტაფონის, ტრაქტორის, ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ნათაძის, წიწამურის, ალექსანდრე ქუთათელაძის, ხათუნა ჭიჭინაძის, წინანაურის, სერგი ჭილაიას, გიორგი ჭყონდიდელის, ჭიჭიკო ბენდელიანის, ხვინგიას, ვახტანგ ნინუას, ლომთათიძის, ავთანდილ ღოღობერიძის, ზედაზენის, ქსოვრელის, ინდუსტრიის და ოქტომბრის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზეკარის, სვირის, ლისაშვილის, ასურეთის, სანავარდოს, დარკვეთის და ლუბოვსკის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way