USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 5 მაისს ელექტროენერგია გაეთიშებათ
дата:  513

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 5 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

 საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის(ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკორრაიონის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის(ნაწილობრივ), ქოშიგორის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, პეტრიწის, მიცკევიჩის, საბურთალოს, გამრეკელის, კუტუზოვის, საირმის, სულხან ცინცაძის, ტაშკენტის, ქავთარაძის, მაღალაშვილის, ჩხიკვაძის, ძოწენიძის, მინდელის, ანჯაფარიძის, ფერაძის და სოლოღაშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალშენის, ბზვანელის, იოსელიანის, ჭიათურის, ნასიძის, ანდრია და მელიტონ ბალანჩივაძეების ქუჩების მოსახლეობას.  

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბაშიძის, ფალიაშვილის, მარუხის გმირთა, მცხეთის, კლდიაშვილის და რადიანის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ურიდიას, ქებურიას, სტურუას, მახალდიანის, კიკნაძის, მიქატაძის, ჩხიკვაძის და დადიანის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, საქჰიდრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის ხევის დასახლების,  აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ირინა შტენბერგის, ქიზიყის, ჯამბულ წურწუმიას,  ჭიჭინაძის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, გუგუშვილის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, ენუქიძის, გუმათჰესის, გიორგი ოდიშელიძის, გიორგი გურგენიძის, იდუმალის, ცისკარიშვილის,  გრიგოლ ლორთქიფანიძის, ორხევის, ენგურჰესის, მოსტკოვის, ჯავახეთის, თურაშაულის, ოზაანის, ზაალიშვილის, ქეთევან ჭილაშვილის, ფრისის, საჯაიას, გახოკიძის, ლორთქიფანიძის, ბაღდავაძის, პოლიციის, აკაკი ფაღავას, დობორჯგინიძის, ნიკოლოზ აფხაზის,  ლევან რაზიკაშვილის, მებაღეობის და ილია ბახტაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 II, III კვარტლების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, დამპალოს, მიხეილ გახოკიძის, კაკლიანის, გახოკიძის, მაისურაძის,  აბაშვილის,  თვალჭრელიძის, ბერიაშვილის, ხომლელის, შტამბერგის, მაჭავარიანის და ზაზა ფანასკერტელის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, III, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის (ნაწილობრივ), მემედ აბაშიძის (ნაწილობრივ), თეიმურაზ ბატონიშვილის, აკაკი ვასაძის, ილია ვეკუას, ხევძმარის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის და ხიზაბავრის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის (ნაწილობრივ), სოფელი ჭალას, სოფელი ფონიჭალის, მარნეულის, ჭალადიდის, კაციტაძის, ორთაჭალის, ჯაფარიძის, ბეჟან კალანდაძის და კრწანისის ქუჩების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати