USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 5 აპრილს ელექტროენერგია გაეთიშებათ
дата:  519

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის II, III, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანი-2 დასახლების (ნაწილობრივ), დუმბაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარალეთის, ლიბანის, მარატ ნოზაძის, ბაღნარი, სკოლის, ალექსანდრე მანაგაძის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის და ჩიქვანაიას ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, გრიგოლ ფერაძის, გოდერძი ჩოხელის, პიმენ ყურაშვილის, ძმები კარბელაშვილების, პეტრიწის, მაღლაკელიძის, ქაშაკაშვილის და სიხარულიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გაზაფხულის, დელისის, იოველ ჯებაშვილის, ნადარეიშვილის,  შალვა ნუცუბიძის, ზემო დელისის, ემანუელ აფხაიძის, გრიგოლ ფერაძის, გოდერძი ჩოხელის, პიმენ ყურაშვილის და ძმები კარბელაშვილების ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის  გამზირის (ნაწილობრივ), ქრისტეფორე არეშიძის და ატენის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის და ზურაბ საკანდელიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV იკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, ლითონკონსტუქციების დასახლების (ნაწილობრივ), მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირის (ნაწილობრივ), აშოტ კურაპალატის, თეოფანე დავითაიას, ვაზის, ზურაბ პატარიძის, ალექსანდრე როინაშვილის, აჩაბეთის, ახლების, ხელოვანთა, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების, მამისაანთუბნის და ჯუმბერ ლეჟავას ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ხეხილ-სანერგე მეურნეობოს, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს (ნაწილობრივ), ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 დასახლების I, III, IIIა, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-2 I, IIIა  მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქვემო მელითონეთა დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო მეტალურგის დასახლების (ნაწილობრივ), წმინდა ბარბარეს უბანის, დავით ყიფიანის, ქინძმარაულის, სერგო მელიას, ემირ ბურჯანაძის, რაფიელ დვალის, ვიქტორ კუპრაძის, სესილია თაყაიშვილის, კოტეტიშვილის, სამგორის, ჯავახეთის, თრიალეთის, სალხინოს,  სადგერის, ოჯალეშის, ლადო კოტეტიშვილის, ხახულის, რწმენის, აკაკი ჩხენკელის და ბარბარე  მაჭავარიანი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრვი), ზღვისუბნის დასახლების IV, X, Xა კვარტლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების XI მიკორრაიონის I, III კვარტლის (ნაწილობრივ), მუხიანის II მიკრორაიონის, მუხიანის ნაკვეთების, სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ავჭალის, ლერი ლაგურაშვილის, ალეკო გობრონიძის, ლურჯქედის, ერისთავის, რეზო გაბაშვილის, ამირან ბობოხიძის, საგუბარის, სერგი გორგაძის, ავშნის, ევგენი ღვალაძის, გია რომელაშვილის, ლევან რჩეულიშვილის, ქობის, ნიშნიანიძის, ლეკიშვილის და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати