USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 5 აპრილს დენი გაეთიშებათ
дата:  671

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის  მე-12 კილომეტრის,  მარშალ გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის, სოფელი დიღმის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, დიდგორის და დემეტრე პირველის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორიის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის  პლატოს II მიკრორაიონის, გამსახურდიას,  იოსებიძის,  ხვიჩიას, საბურთალოს, დოლიძის, შარტავას,  შორსის, ბროლოსანის, კოსტავას, ჭაბუკიანის, ბროწეულის, მაჭავარიანის, თავხელიძის, ანჯაფარიძის, ფხაკაძის, ნუცუბიძის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის (ნაწილობრივ), იოსელიანის, ქავთარაძის, ნადირაძის, თოფურიას, პოლიტკოვსკაიას, დანელიას, შავიშვილის, შავგულიძის, ჯიქიას, ბახტრიონის, ცინცაძის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი  დიღმის (ნაწილობრივ), ასმათის, გიორგი ბრწყინვალეს, ავთანდილის, ვეფხისტყაოსნის, მეფე მირიანის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის და დავარის  ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი  გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქედის,  გუდარეხის, აბუსერიძე-ტბელის, რუსუდანის, ბოგდან ხმელნიცკის, ივლეთის, ნარგიზის, დოდაშვილის, ბოლნისის, ჩკალოვის, იან პრიბილის, ქურხულის, ხერხეულიძის, სართიჭალის, ნიკოლოზ იზაშვილის, კვეზერელი-კოპაძის, ბადიაურის, ფოსტის, წურწუმიას და ბოჭორმის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), მამისაშვილის, ნაკადულის, ლორთქიფანიძის, ქინძმარაულის, ანდრია დადიანის და ჯავახეთის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ხანძთელის ქუჩის მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის, ბაქრაძის და დიდუბის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია  ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლინკას, რატევანის, მუხრანის (ნაწილობრივ), ჩარგლის, ხორნაბუჯის და გუდამაყრის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიუმას, ვერცხლის, პუშკინის, ცინცაძის, ნიშნიანიძის, საადის, ბეთლემის, აჯიაშვილის, ორპირის, სამღებროს, გომის, სალმის, ძმები ზდანევიჩების და გორგასალის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати