USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თბილისის ქუჩები, რომელთაც 4 იანვრის საღამოს 21:00 საათიდან 5 იანვრის დღის 12:00 საათამდე, წყალი შეუწყდებათ
თარიღი:  1262

4 იანვრის საღამოს 21:00 საათიდან 5 იანვრის დღის 12:00 საათამდე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარალელურად სამ სხვადასხვა მისამართზე ჩაატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აღმაშენებლის ხეივანზე ესმა ონიანის ქუჩის მიმდებარედ, პოლიკარპე კაკაბაძის N45-თან და აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარედ წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს შეასრულებენ და ძველ დაზიანებულ ქსელებს ახლით შეცვლიან.

„რეაბილიტაციის შედეგად მთაწმინდის, კრწანისის, საბურთალოს, ვაკის, დიდუბის და ჩუღურეთი რაიონის 130 000 - ზე მეტ აბონენტს მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

სამ სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 4 იანვრის საღამოს 21:00 საათიდან 5 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთწმინდა-კრწანისის რაიონში: კაკაბაძეების, ზალდასტანიშვილის, ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, მელიქიშვილის, რუსთაველის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ქიქოძის, ბესიკის, ინგოროყვას, ჟვანიას, ჭონქაძის, ამაღლების, იაშვილის, მაჩაბელის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, ბოცვაძის, სანაპიროს, პუშკინის, აბესაძის, ასათიანის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებს; ღვინის აღმართს, ოქროყანას დასახლებას.

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავაჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ტაბიძის, თაყაიშვილის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩღურეთის რაიონში: ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის ქუჩის ნაწილს, მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, დიღმის მასივის II, III, IV,V კვარტლებს, ლუბლიანას, ჩაჩავას, გოგიბერიძის, უშანგი ჩხეიძის და მიმდებარე ქუჩებს.

პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩის N45-თან წყალსადენის ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო 5 იანვრის 00:00 საათიდან 5 იანვრის დილის 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით“, - ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის