USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 31 იანვარს ელექტროენერგია გაეთიშებათ
дата:  615

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 31 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი ლისის,  დიდი დიღომი  III, IV  მიკრორაიონების, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, პეტრე ქავთარაძის, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის, ვაგან მამასახლისოვის, შარტავას, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, მეფე არჩილის, მეფე მირიანის, მარკო პოლოს, ოსკარ შმერლინგის, შაქარიშვილის, სერგი ცხაკაიას, გიორგი გეხტმანის, ალექსანდრე ჯავახიშვილის და ჭანდრის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, გიორგი წერეთლის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქანელას, გალაკტიონ ტაბიძის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати