USD 2.6892
EUR 3.1431
RUB 3.5648
თბილისი
თბილისის ქუჩები რომელთაც 30 ივნისს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  536

ქსელში გადართვების გამო 30 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, ქერჩის, ხიზაბავრის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, შეშელიძის, ფორე მოსულიშვილის, აკაკი ვასაძის, ილია ვეკუას, სანდრო ახმეტელის, ომარ ხიზანიშვილის, ბოჭორიშვილის, თიანეთის და  ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.  

საბურთალოს რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, IV, VI, VII კვარტლების, სანდრო ეულის, ლევან ალექსიძის, პეტრე ქავთარაძის, ანაკლიის, შავიშვილის, აკაკი სურგულაძის, ლევან ალექსიძის, ზურაბ ანჯაფარიძის, ჯიქიას, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, გიორგი დანელიას, მარიჯანის, ჯურხა ნადირაძის, უნივერსიტეტის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ელიზბარ მინდელის, საბურთალოს, პეტრე ქავთარაძის, ომარ ფხაკაძის, ანა პოლიტკოვსკაიას და მერაბ ალექსიძის ქუჩების მოსახლეობას.   

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის