USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 3 ნოემბერს დენი გაეთიშებათ
дата:  580

თბილისში, დღეს - 3 ნოემბერს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც შეზღუდვა გავრცელდება.

საბურთალოს და დიდუბის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის I კვარტალის (ნაწილობრივ), ჯორჯ ბალანჩინის, ეთერ ბოცვაძის, დისევის, აკაკი ბელიაშვილის, ნოდარ ბოხუას და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 02:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, ლუბლიანას, გივი ჟვანიას, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალის, ჯონ შალიკაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, დისევის, ჩაჩავას, გივი კვიჭიძის, სერგი ცხაკაიას, პეტრე იბერის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати