USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 28 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
Date:  436

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილის მასივის VI, VII, VIII, IX კვარტლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, შუამთის, კალოუბნის, ჯავახეთის, შანდორ პეტეფის, სულაქველიძის, დავითაიას, წულუკიძის, ლაღიძის, ბოგდან ხმელნიცკის, ხელოვანთა, ვალერი უტიაშვილის, შალვა მშველიძის, ხომერიკის, მთისძირის, გეზათის,  თოლენჯის, ტვიშის, ყვარლის, იოსებ რატილის, მესხეთის, ამირეჯიბის და წალენჯიხის       ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსანდრე წულუკიძის, ოსიპ მანდელშტამის და მუსხელისვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), სადგური ლილოს, საქნავთობის დასახლების (ნაწილობრივ), ჭირნახულის, გურამ თიკანაძის და ქინძმარაულის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ) და რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ)  მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ),  გლდანის მასივის V, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ),  რადიო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიის, წყაროთუბნის, ფარსმან ქველის, გრაფ  შულენბურგის, ხევისპირის, დავით ჯაბიძის, ნიკო  კეცხოველის, მარინა ტაბატაძის და მწვანე  ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანოის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის (ნაწილობრივ), გოგიბერიძის, ტყვიავის, ნეკრასოვის, თვალჭრელიძის,  ნინო ჩხეიძის, თოიძის, სულიაშვილის, მარჯანიშვილის, უზნაძის და უშანგი ჩხეიძის     ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გორგასლის, ნიშნიანიძის, ორთაჭალის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ასათიანის, ამაღლების, გიზო ნიშნიანიძის და მესხის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ),  გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თემქა-ავშნიანის დასახლების, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), ქსნის, ფეიქართა და არბოს ქუჩების მოსახლეობას.  

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის II კვარტლის (ნაწილობრივ), პეტრიწის, გოძიაშვილის, თოფურიძე ვალენტინის, ირაკლი ფარჯიანის,  არზაყან ემხვარის და მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.  

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way