USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 28 მარტს ელექტროენერგია გაეთიშებათ
дата:  

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
 
ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის ქუჩის მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი-2 დასახლების, თვალჭრელიძის და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ალწქსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), ზემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), საქსოფმანქანის დასახლების, ახვლედიანის, ესენინის,  მუხაძის, აბზიანიძის, ჩანტლაძის, ამირანაშვილის,  პეტრიწის, წუწუნავას, კაკაბაძის, გოკიელის, ბანეთიშვილის, სააკაძის, ფიროსმანის,  ამილახვარის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ჯავახეთის, მდივანის და ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების,  გლდანის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), შეშელიძის,  გობრონიძის, ხიზანიშვილის (ნაწილობრივ), ხევძმარის (ნაწილობრივ), ვეკუას, მარკ ბრონშტეინის, შუშის, ბაღნარის, ნოზაძის, მოსულიშვილის, ბოჭორიშვილის და გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ),  ნუცუბიძის, უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ანა პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის და ჯიქიას  ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის (ნაწილობრივ) და ქავთარაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „ავლაბარი“-ს მომდებარე ტერიტორიის,  პირველი რესპუბლიკის მოედნის, ვარდის მოედნის, ელიას მთის, მახათას, მთავარანგელოზის, ბეღლეთის, ჟონეთის, ნიაბის, ბზიფის, კვალეთის, გუმბრის, რაზიკაშვილის, სამრეკლოს, ხივინის, კონსტანტინე ერისთავის, დმანისის, დომინიკა ერისთავის, რუისპირის, ლადო მესხიშვილის, მარტყოფის, აბულის, სამხედროს, სომხეთის, მახათას, სათემოს, ახალუბნის, კვალეთის, ფშავის, გედევანიშვილის, ოძისის, შაქრიანის, გალავნის, გოლოვნის, თეძამის,  საინგილოს, ნაქერალის, ერევნის, ობსერვატორიის, იუსტინე აბულაძის, კვესეთის, კიკეთის, განთიადის, ალადაშვილის, ხივინის, რაზიკაშვილის, ნასაკირალის, სევანის, მარინე თბილელის, კაიშაურის, ბეთანიის, აბულის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, ქურხულის, ფოსტის, ირბახის, ალიხანიანის, ნიკოლოზ იზაშვილის, სართიჭალის, წურწუმიას, იუსტინე ჩუბუნიძის, ცისკრის, ლაგოდეხის, ბადიაურის, ფაღავას, დედოფლისწყაროს, ნასაკირალის, გონაშვილის, სართიჭალის, ბოროდინის, ფერიცვალების, ხერხეულიძის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, თელავის, მარტყოფის და ლადო მესხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, მეტრომშენის დასახლების,  საბარგოს დასახლების, შერვაშიძის, ჯორჯ ბუშის, ონიანის, კალანდაძის, მელაანის,  არველაძის, ბაქრაძის, მებაღიშვილის, ანწუხელიძის, დოდო და კოტე ხიმშიაშვილების, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ანდღულაძის, აფანასიევის, ხაჩატურიანის, ნოე ხომერიკის,  გუჯარეთის, მელიქიშვილის, მესხეთის, ხახანაშვილის, გუთნის, მუკუზანის, ქურხელის,  დოესის, ზურაბიშვილის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ძევერის, გუჯარეთის, კასპის,  პაპიაშვილის, აწყურის, შოროპნის, 300 არაგველის, დოლაბაურის, ყვარლის,  წალენჯიხის, მიწელაძის, ნანეიშვილის, დურმიშიძის,  თოლენჯის, ყარყარაშვილის, ამირეჯიბის და კაკაბეთის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეხ კაჩინსკის, დოლაბაურის და ბოჭორმის ქუჩების მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის, ცაბაძის, ლებანიძის, ბაგრატიონის, ყიფიანის,  ფოთის, ბაქოს, აგლაძის და ქუთაისის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვაკის, რევაზ ჯაფარიძის, კეკელიძის, შატბერაშვილის, რჩეულიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, შიო მღვიმელის და კოტე მახარაძის ქუჩების მოსახლეობას.

Тбилиси
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати