სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი-2 დასახლების, თვალჭრელიძის და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ალწქსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), ზემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), საქსოფმანქანის დასახლების, ახვლედიანის, ესენინის, მუხაძის, აბზიანიძის, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, პეტრიწის, წუწუნავას, კაკაბაძის, გოკიელის, ბანეთიშვილის, სააკაძის, ფიროსმანის, ამილახვარის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ჯავახეთის, მდივანის და ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, გლდანის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), შეშელიძის, გობრონიძის, ხიზანიშვილის (ნაწილობრივ), ხევძმარის (ნაწილობრივ), ვეკუას, მარკ ბრონშტეინის, შუშის, ბაღნარის, ნოზაძის, მოსულიშვილის, ბოჭორიშვილის და გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ანა პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის (ნაწილობრივ) და ქავთარაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „ავლაბარი“-ს მომდებარე ტერიტორიის, პირველი რესპუბლიკის მოედნის, ვარდის მოედნის, ელიას მთის, მახათას, მთავარანგელოზის, ბეღლეთის, ჟონეთის, ნიაბის, ბზიფის, კვალეთის, გუმბრის, რაზიკაშვილის, სამრეკლოს, ხივინის, კონსტანტინე ერისთავის, დმანისის, დომინიკა ერისთავის, რუისპირის, ლადო მესხიშვილის, მარტყოფის, აბულის, სამხედროს, სომხეთის, მახათას, სათემოს, ახალუბნის, კვალეთის, ფშავის, გედევანიშვილის, ოძისის, შაქრიანის, გალავნის, გოლოვნის, თეძამის, საინგილოს, ნაქერალის, ერევნის, ობსერვატორიის, იუსტინე აბულაძის, კვესეთის, კიკეთის, განთიადის, ალადაშვილის, ხივინის, რაზიკაშვილის, ნასაკირალის, სევანის, მარინე თბილელის, კაიშაურის, ბეთანიის, აბულის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, ქურხულის, ფოსტის, ირბახის, ალიხანიანის, ნიკოლოზ იზაშვილის, სართიჭალის, წურწუმიას, იუსტინე ჩუბუნიძის, ცისკრის, ლაგოდეხის, ბადიაურის, ფაღავას, დედოფლისწყაროს, ნასაკირალის, გონაშვილის, სართიჭალის, ბოროდინის, ფერიცვალების, ხერხეულიძის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, თელავის, მარტყოფის და ლადო მესხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, საბარგოს დასახლების, შერვაშიძის, ჯორჯ ბუშის, ონიანის, კალანდაძის, მელაანის, არველაძის, ბაქრაძის, მებაღიშვილის, ანწუხელიძის, დოდო და კოტე ხიმშიაშვილების, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ანდღულაძის, აფანასიევის, ხაჩატურიანის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, მელიქიშვილის, მესხეთის, ხახანაშვილის, გუთნის, მუკუზანის, ქურხელის, დოესის, ზურაბიშვილის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ძევერის, გუჯარეთის, კასპის, პაპიაშვილის, აწყურის, შოროპნის, 300 არაგველის, დოლაბაურის, ყვარლის, წალენჯიხის, მიწელაძის, ნანეიშვილის, დურმიშიძის, თოლენჯის, ყარყარაშვილის, ამირეჯიბის და კაკაბეთის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეხ კაჩინსკის, დოლაბაურის და ბოჭორმის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის, ცაბაძის, ლებანიძის, ბაგრატიონის, ყიფიანის, ფოთის, ბაქოს, აგლაძის და ქუთაისის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვაკის, რევაზ ჯაფარიძის, კეკელიძის, შატბერაშვილის, რჩეულიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, შიო მღვიმელის და კოტე მახარაძის ქუჩების მოსახლეობას.
ავტომწარმოებლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვების კუთხით შთამბეჭდავი 2025 წელი ჰქონდათ, მიუხედავად ისეთი სერიოზული დაბრკოლებებისა, როგორებიცაა მზარდი ფასები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და იმპორტირებულ მანქანებსა თუ ნაწილებზე დაწესებული ტარიფები.
წლის დასაწყისში თეთრმა სახლმა აშშ-ში ავტომობილების გაყიდვების 2.4%-იანი ზრდა ხაზგასმით აღნიშნა. მათი განცხადებით, ეს ინდუსტრიის საუკეთესო მაჩვენებელია 2019 წლის შემდეგ და ასევე დასტური იმისა, რომ მათ მიერ დაწესებულმა ტარიფებმა ავტომობილები არ გააძვირა.
ამის გათვალისწინებით, USA TODAY-ის გუნდმა შეისწავლა წამყვანი ავტომწარმოებლების გაყიდვების უახლესი ანგარიშები, რათა გაერკვია, ვის ჰქონდა საუკეთესო 2025 წელი ავტომობილების გაყიდვების კუთხით.
გთავაზობთ 10 ყველაზე გაყიდვად ავტობრენდს იმ მწარმოებლებს შორის, რომლებმაც 2025 წლის გაყიდვების სრული მონაცემები უკვე გამოაქვეყნეს:
2025 წელს "ჯენერალ მოტორსმა" (General Motors) 2.85 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელები კი Chevrolet Silverado და GMC Sierra იყო. გამოქვეყნებულ პრესრელიზში კომპანიამ განაცხადა, რომ ის უკვე ზედიზედ მეექვსე წელია, ამერიკის ლიდერია სრული ზომის პიკაპების ბაზარზე, სადაც Silverado-მ და Sierra-მ ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო ჯამური გაყიდვები დააფიქსირეს.
რეიტინგში მეორე ადგილზეა "ტოიოტა" (Toyota) 2.5 მილიონი გაყიდული ერთეულით, საიდანაც ყველაზე პოპულარული მოდელი RAV4 იყო. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, იაპონური კომპანია "მადლიერია გასულ წელს ტოიოტას მომხმარებლების მზარდი გამოხმაურებისთვის, რაც ხელმისაწვდომობისა და არჩევანის მრავალფეროვნებისადმი, კომპანიის ღრმა ერთგულებას ასახავს".
მესამე ადგილს 2.1 მილიონი გაყიდვით "ფორდი" (Ford) იკავებს. ყველაზე პოპულარული ავტომობილი კი F-სერია იყო. "ფორდის" განცხადებით, მათი ბაზრის წილი წლის განმავლობაში 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 13.2%-ს მიაღწია, რაც მომხმარებელთა ფართო წრისთვის "ფორდის” მიზიდულობამ განაპირობა, კომპლექტაციებისა და ძრავების მრავალფეროვანი არჩევანის ხარჯზე".
ყველაზე პოპულარულ საავტომობილო ბრენდებს შორის მეოთხე ადგილზე "ტესლაა" (Tesla). მან 2025 წელს 1.6 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელი კი Model Y იყო. ინვესტორებისთვის გაკეთებულ განცხადებაში Tesla-მ აღნიშნა, რომ კომპანიამ 2025 წელს 434 ათასი ავტომობილი აწარმოვა და 14.2 გიგავატ/საათი მოცულობის ენერგიის შემნახველი სისტემები დაამონტაჟა, რაც რეკორდული მაჩვენებელია".
მეხუთე ადგილზე 1.4 მილიონი გაყიდვით "ჰონდა" (Honda) და მისი CR-V არიან. "ჰონდამ" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წელი იყო "მათთვის საუკეთესო, 2021-ის შემდეგ, 0.5%-იანი წლიური ზრდით". კომპანიის თქმით, გაყიდვების ზრდა მიღწეულ იქნა "მიუხედავად ბაზრის პირობების ცვლილებისა და მიკროჩიპების დეფიციტისა, რამაც მე-4 კვარტალში მარაგების შემცირება გამოიწვია".
1.2-მილიონიანი გაყიდვები დააფიქსირა "სტელანტისმა" (Stellantis). მისი ყველაზე გაყიდვადი მანქანა კი Ram-ის სერიის მსუბუქი პიკაპი იყო. როგორც კომპანიამ განაცხადა, კვარტალურმა გაყიდვებმა და ბაზრის წილის ზრდამ აჩვენა, რომ აშშ-ში ბიზნესის გადატვირთვისთვის Stellantis-ი სწორ ნაბიჯებს დგამს.
ასევე საუკეთესო ხუთეულის მიღმა, მე-7 ადგილზე რჩება "ნისანი" (Nissan), 926 ათასი გაყიდვით და ბესტსელერი მოდელით - Nissan Rogue. "ნისანმა" პრესრელიზში აღნიშნა, რომ "კალენდარული წლის განმავლობაში გამორჩეული შედეგები აჩვენეს მისმა Kicks და Pathfinder ყველგანმავლებმა; რომელთა გაყიდვებმაც, თითოეულის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, რეკორდულ მოცულობას მიაღწია.
"ჰიუნდაიმ" (Hyundai) 2025 წელს აშშ-ში 901 ათასი მანქანა გაყიდა. მათი ყველაზე გაყიდვადი მოდელი Tucson იყო. Hyundai-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ კომპანია ზედიზედ მეხუთე წელია, რეკორდულ საცალო გაყიდვებს აფიქსირებს.
"კია" (Kia) და მისი Sportage ათეულში რჩებიან, გასულ წელს გაყიდული 852 ათასი ავტომობილით. პრესრელიზში "კიამ" აღნიშნა, რომ "საცალო გაყიდვები ზედიზედ მერვე წელია იზრდება.
ბოლო ადგილი "ფოლკსვაგენს" (Volkswagen) უკავია, აშშ-ში თითქმის 330 ათასი გაყიდვით. მათი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი Volkswagen Tiguan იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ათეულში მოხვდა, "ფოლკსვაგენმა" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალის გაყიდვები 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 19.8%-ით შემცირდა. კომპანიის ცნობით, მათ წელი 13%-იანი კლებით დაასრულეს.
შეიძლება ითქვას, რომ 2025 წელი ამერიკულ ავტობაზარზე სტაბილურობისა და "პრაგმატული არჩევანის" წელი იყო. მძღოლებმა უარი თქვეს ექსპერიმენტებზე და არჩევანი ნაცად, საიმედო ბრენდებსა და პრაქტიკულ ქროსოვერებზე შეაჩერეს. 2026 წლისთვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო ავტომწარმოებლებს, კონკურენციის შესანარჩუნებლად, ფასების პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ.
წყარო:https://bm.ge/n