USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 28 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდებათ
дата:  667

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 28 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 02:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჩალიპირების დასახლების (ნაწილობრივ) და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 04:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ჩალისპირების დასახლების, ნატბეურების დასახლების, გიორგი ბრწყინვალის, დავით ბატონიშვილის, ფრედერიკ მონპერის, მაჭავარიანის, მაქს ტილკეს, ჰენრიკ ჰრინევსკის, დემეტრე თავდადებულის, ჭანდრის, ასმათის, მეფე არჩილის, ალექსანდრე ჯავახიშვილის, გიორგი გეხტმანის, ხატაეთის, ნიკო ბურის, ჰუგო ჰუბერტის, ერედვის, კასტელის, მარკო პოლოს, ავთანდილის, სტრაბონის, ლამბერტის, რაფიელ დანიბეგაშვილის, პეტრიწის, ფატმანის, მეფე მირიანის, ბაგრატ მესამეს,  რაინეგსის, შმერლინგის, ბარონ დე ბაის, ცხაკაიას, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ნესტან-დარეჯანის, ვეფხისტყაოსნის, რამაზის, პაატა ჯანიაშვილის, ჭელიძის, კასტელის, სტივენის, პეტრე იბერის, დავარის, შერმადინის, ბერტა ფონ ზუტნერის, ტარიელის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, უსენის, ცამეტი ასურელი მამის, თინათინის, ოთხი ათასი მესხის და კლაპროთის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, ლუბლიანას, ჯორჯ ბალანჩინის, აკაკი ბელიაშვილის, ეთერ ბოცვაძის, დისევის და ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати