USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 27 ივნისს დენი გაეთიშებათ
дата:  574

 სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 27 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის  აღმართის, კოჯრის ახალი გზის, ამაღლების, პუშკინის, დუმბაძის, ლორთქიფანიძის, ბოლო  აღმართის, ასათიანის, ლერმონტოვის, სავანეთის, გერგეთის, შინდისის, ტაბიძის, იაშვილის, მაჩაბელის, მესხის, ჭონქაძის, შხეფის, დადიანის, წავკისის, ავთანდილის, დავითაშვილის, ნიშნიანიძის, მაყაშვილის, მუსხელიშვილის, მთაწმინდის, ქიქოძის, კოჯრის, აბანოს, საადის, იერუსალიმის, საიათნოვას, ტყავის, თორეთის, აბო-თბილელის, ასკანის, გომის, ირგვლივის, გორგასალის, სამღებროს, თონეთის, სანაპიროს, გრიშაშვილის, ხანძთელის, ღვინის აღმართის, ახუნდოვის, ჯვარედინის, ბოტანიკურის, ერეკლე მეორის, შუშინის, აბოვიანის, აფხაზის, ბერიძის, ბეთლემის, მირზა შაფი ლაზახის და თუმანიანის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, რუსთაველის  გამზირის (ნაწილობრივ), ფურცელაძის, მანჯგალაძის, გუდიაშვილის, აბაშიძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, თაბუკაშვილის, პუშკინის, ჭონქაძე, ინგოროყვას, მესხის, კოტეტიშვილის, ყიფიანის, არსენას, ბესიკის, კრავეიშვილის, ჩიტაძის, ასათიანის, ქიქოძის, იაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის I, II მიკრორაიონების, მუხიანის  დასახლების და დუმბაძის ქუჩის მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის  გზატკეცილის, ამირეჯიბის გზატკეცილის, ჭავჭავაძის გამზირის, მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ვარაზის ხევის,    თამარაშვილის, მიქელაძის, ავალიშვილის, ყიფშიძის, საკანდელიძის, წერეთლის, მიშველაძის, მოსაშვილის, დარიალის, აბაშიძის, ბარნოვის, მუხაძის, ფალიაშვილის, ტაბიძის, ბილფელდის, გაბაშვილის, აბულაძის და ყვარლის ქუჩების მოსახლეობას.   

 

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати