USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
თბილისის ქუჩები, რომელთაც 25 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდებათ
თარიღი:  841

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), ლევან ასათიანის, კონსტანტინე კაპანელის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, ანდრო ჭილაიას, უჩა ჯაფარიძის, ხომლის, ლევან ჩარკვიანის, ინტენსიფიკაციის, შალვა ნუცუბიძის, პაატა დათუაშვილის, ალექსანდრე ბანძელაძის და მელიტონ ქანთარიას ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასვის I კვარტლის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალის, ვეფხისტყაოსნის, მეფე მირიანის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღომბარის, დავით ბერიაშვილის, ტერენტი გრანელის, ხრამჰესის, თამარაშენის, ლარეხის, პაატა სააკაძის, რამაზ დავითაშვილის, მნათობის, ბელა მირიანაშვილის, ასპინძის, საქარის, ჩეჩელაშვილის, ცაიშის, ქვალონის, კახა მანიჟაშვილის, ართვინის, გაბაშვილის, ლამის, ნინო და კალისტრატე სალიების, ატოცის, ახუთის, გუმათის, ჯაბაურის, მიჩურინის, ბოდავის, პეტრე ბაგრატიონის, აბაშის, მეორე ქვალონის, ეკატერინე ჭავჭავაძის, დოდო ჭიჭინაძის, უფლისციხის, მამარდაშვილის, ძეგამის და ზეგანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის