USD 2.6981
EUR 3.1150
RUB 3.3704
თბილისი
თბილისის ქუჩები რომელთაც 25 იანვარს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თარიღი:  499

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 25 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის   მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, შეშელიძის, ხევძმარის, გობრონიძის, კორინთას, შენგელიას, ხიზამბარელის, უწერის, ზარზმის, ილორის, სარაჯიშვილის და ლაგურაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საადის, ორბელიანის, აჯიაშვილის, გორგასალის, სამღებროს, თუმანიანის, კოტე აფხაზის, ბეთლემის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, იოსებიძის, იშხნელების, შარტავას, ნუცუბიძის, დელისის, ზემო ვეძისის და ზალდასტანიშვილების ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის ქუჩის მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა

ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა, - განცხადებას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თავდასხმა დრონის გამოყენებით განახორციელეს, რის შემდეგაც გემზე ხანძარი გაჩნდა.

„დრონით დარტყმა ჰორმუზის სრუტეში სიონისტურ რეჟიმთან დაკავშირებულ გემზე განხორციელდა. გემს, MSC Ishyka-ს ცეცხლი გაუჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ისრაელს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის