USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 25 აგვისტოს დენი გაეთიშებათ
Date:  1351

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 25 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მზიურის პარკის, ილია ჭავჭვაძის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, ლორთქიფნიძის,  თამარაშილის, წყნეთის, ყიფშიძის და გივი სვანიძის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, აბოვიანის, აბო თბილელის და საიათნოვას ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ვანის ქუჩის მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ლებანიძის, ბორჯომის და ცაბაძის   ქუჩების მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეკლოს, ურიცკის, სპარტაკის, მაცეხის, კალატოზის, ახვლედიანის, ქედის, შემოსავლის, ორხევის, კარდანახია, გაბესკირიას, გრემის, ბახვის და ნინოშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ნადარეიშვილისб ბურძგლას, შმიდტის, საირმის და ცაგარელის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გობრონიძის, ხევძმარის, შენგელიას და ბრონშტეინის ქუჩების მოსახლეობას.   

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way