USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 24 თებერვალს ელექტროენერგია გაეთიშებათ
Date:  491

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის,  სოფელი ზურგოვანის, სოფელი მუხათგვერდის, მუხათგვერდის დასახლების, ჩალისპირების დასახლების, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, სერგი ცხაკაიას, გეხტმანის, ჭანდრის, შმერლინგის, მეფე არჩილის, ჯავახიშვილის, შაქარიშვილის, პეტრიწის, ხატაეთის, ნესტან-დარეჯანის, ფატმანის,  დანიბეგაშვილის, ასმათის, ერედვის,  რაინგესის,  კრისტიან სტივენის,  ტარიელის,  დავარის,  ბარონ დე ბაის, ჰუბერტის, კლაპროტის, აბაშიძე-ორბელიანის,  ვეფხისტყაოსნის, სტრაბონის,  შერმადინის, არქანჯელო  ლამერტის,  ბერტა ფონ ზუტნერის,  პეტრე იბერის, უსენის, ნიკო ბურის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV, VI, VII მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების,  ხიზანიშვილის, ვართაგავას, მიქატაძის, ხერგიანის და კანდელაკის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების, ხევძმარის, გობრონიძის, ბრონშტეინის, შენგელიას და ონის ქუჩების  მოსახლეობას.   

ვაკის და მთაწმინდის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყიფშიძის, ფალიაშვილის, ირაკლი აბაშიძის, მუხაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, ზალდასტანიშვილის, მაყაშვილის, გუნიას, ერისთავი-ხოშტარიას,  გოგებაშვილის, კერესელიძის, ბარნოვის, ცხემის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, თხინვალას,  ქიქოძის, არსენას, ვეძისის, რიწის, ძმები კაკაბაძეების და სარაჯიშვილის ქუჩების   მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნიკოლაძის, გულიას, სადგურის და მტკვრის ქუჩების  მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს II, III მიკრორაიონების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ),  სამშენებლო დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების, აბაშვილის, გახოკიძის, ჯავახეთის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის, მათიაშვილის,  მეტრეველის, ბეგიაშვილის, აზა ადამიას და პოლიციის ქუჩების მოსახლეობას.   

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way