საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გიო ხუციშვილის, არდაზიანის, ვაზისუბნის, სოკრატ არშბას, შარტავას, გაგარინის, ზემო ვეძისის, სახოკიას, შარტავას, გაბრიელ ისაკაძის, ბაჩანა ბრეგვაძის, ფერდინანდ თავაძის, გრიგოლ ფერაძის, ყურაშვილის, ძმები კარბელაშვილების და ივანე სარიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, III, IIIა, IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის, ნიკო კეცხოველის, დავით ჯაბიძის, მემედ აბაშიძის, ვლადიმერ ნანეიშვილის, ილია ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის და ჭედიას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის და მთაწმინდის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), დაბა კიკეთის (ნაწილობრივ), რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), შანიძის, ხორავას, ჯანაშიას, გალაკტიონ ტაბიძის, ასათიანის, მიხეილ ჯავახიშვილის, ცხემის, ძმები კაკაბაძეების, ვანო სარაჯიშვილის, კოსტავას, გრიბოედოვის, საქანელას, სანაპიროს, 8 მარტის, ძმები ზუბალაშვილების, მცხეთის, რადიანის, რაზმაძის, არაყიშვილის, კოკა კლდიაშვილის, ფალიაშვილის, ბადრი შოშიტაიშვილის, აბაშელის, მარუხის გმირთა, ტიციან ტაბიძის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრვ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრვი), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, იუნკერ მიხეილ იოსელიანის, აკაკი ბელიაშვილის, შალვა გოგიძის, ნოდარ ბოხუას და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის, ჩაჩავას და შალვა გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის, ბაქოს, კონსტიტუციის, კარგარეთელის, ნინოშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და პასტერის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქვემო ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ლოჭინის ხევის დასახლების, ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), ჯამბულ წურწუმია, პაატა გუგუშვილის, ნიკოლოზ აფხაზის, ფრონეს, სამგორის, გუმათჰესის, ტიმოთე გაბაშვილის, იდუმალის, ალადასტურის, ენგურჰესის, ანდრია გუგუშვილის, თურაშაულის, გიორგი ოდიშელიძის, ირინა შტენბერგის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, რევაზ ამისაშვილის, წუწუნავას, ქინძმარაულის, ირინე ალექსიძის, მერაბ ქვილითაიას, ცისარტყელას, გიორგი გურჯიევის, გიორგი (გივი) თურმანაულის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, ლევან რაზიკაშვილის, გიორგი მაჩაბელის, კორნელი სანაძის, პეტრე სურგულაძის, ჭიჭინაძის, გიორგი გვაზავას, ენუქიძის, ეკატერინე ბაღდავაძის, წურწუმიას, ილია ბახტაძის, ქიზიყის, მებაღეობის, პოლიციის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/