USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 23 მარტს ელექტროენერგია გაეთიშებათ
Date:  209

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, კეკელიძის, ნინო ჟვანიას, ოშკის, ქობულეთის, ბარნოვის, ქუთათელაძის,  შროშის, ჯანაშვილის, თაქთაქიშვილის, მცხეთის, ბესიკ ბურკიაშვილის, ფალიაშვილის, აბაშიძის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), კოსტავას, ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, ანჯაფარიძის, ლაპიაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ნინო  ჟვანიას, შატბერაშვილის და კეკელიძის ქუჩების მოსახლეობას. 

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის და ჭანტურიას ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის, ვეკუას, ხიზანიშვილის (ნაწილობრივ) და  გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის (ნაწილობრივ),  ვარკეთილი-2  I მიკრორაიონის, რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის, სამგორის დასახლიბის, ჩხენკელის, კოტეტიშვილის, ჯავახეთის (ნაწილობრივ), რწმენის, ოჯალეშის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ევდოშვილის, სოხუმის, ვახუშტი ბაგრატიონის და  ზუგდიდის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას მთის, ხუდადოვის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბოჭორმის, იალბუზის, ლუსინიანის, ზახაროვის, არბოშიკის, იორის, 300 არაგველების, ბოდბის, შავსოფლის, დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის, უჯარმის, ეთერ კაკულიას, პატარძეულის, კაჭარავას, ჭრელაშვილის, ფორაქიშვილის და დესპინე გელოვანის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის, ლისი ტბის მიმდებარე ტეირიტორიის, დიდი დიღმის (ნაწილობრივ), კაპანელის, ინტენსიფიკაციის, ლევან ასათიანის, უჩა ჯაფარიძის, ჭილაძის, ვეფხისტყაოსნის, ავთანდილის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქურთების

დასახლების, ხუდადოვის, სარკინეთის, აჭარის, აგარის, ზაზიაშვილის, აფხაზეთის, მარუაშვილის, მეუნარგიას, ზაქრაძის, ატოცის, ქველონის, ცაიშის, ნორიოს, აბაშის,  მნათობის, მამარდაშვილის, მიჩურინის, საქარის, თვალჭრელიძის და ჩეჩელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way