USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 22 თებერვალს ელექტროენერგია გაეთიშებათ
Date:  589

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 22 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის შემდეგ რაიონებს და ქუჩებს:

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), კავსაძის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, ახვლედიანის, ეკალაძის, ვაშლოვანის, კობახიძის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ჩიქვანაიას, ახალშენის, ზურაბ ანჯაფარიძის, შალვა ნუცუბიძის, პეტრიწის, მეფე არჩილის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის, ვიქტორ დოლიძის, ქარელის, სიმონ ჩიქოვანის, ჭიათურის, იოსელიანის, კოსტავას, სულხან ნასიძის, გურამ ბზვანელის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ბახტრიონის, კუტუზოვის, მგალობლიშვილის, საბურთალოს, ტაშკენტის, გამრეკელის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ნიკო კეცხოველის, ხევისპირის, წყროთუბნის, დავით ჯაბიძის, მწვანე, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის და შულენბურგის ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების  IV, IX კვარტლის (ნაწილობრვი), ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), დომენტი ჟღენტის, ჩარგლის, ანაპის 414-ე დივიზიის, ურეკის და გურამ ქუთათელაძის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის  გამზირის (ნაწილობრივ), აწყურის, კოშკოვანის, ლეხ კაჩინსკის, შორაპნის, ძევერის და ძეგლევის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, თეთრიწყაროს, გია ბაქარაშვილის, ციხისძირის და სერგო წულაძის ქუჩების მოსახლეობას.   

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way