USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 22 ნოემბერს დენი გაეთიშებათ
Date:  380

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 22 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, ბახტრიონის, დემეტრე თავდადებულის, შარტავას, ძოწენიძის, რამაზ ჩხიკვაძის და ალექსიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის მეურნეობის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), მაჩხაანის, ახალმოწამეთა, მარიამ ივანიშვილი-დემეტრიას, ინტერნატის, დავით იოსელიანის, ხუდადოვის, გარეჯის, კეხვის, ელო ანდრონიკაშვილის, მარიამ დადიანი-ანჩაბიძის, წერონისის, სამღერეთის, ჟღენტის, ლაითურის,  პიონერის, ზედამზის და მექანიზაციის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის, ღოღობერიძის, ქართლის, ქსოვრელის, დაისის და ილურიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის, ჩოლოყაშვილის, მელაანის, საბანაკოს, გუჯარეთის,  ჯორჯ ბუშის, თამაზ პაპიაშვილის, გვენცაძის და ხათუნა ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ბარალეთის და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო ალექსეევკის დასახლების, აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღუს დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღი-2 დასახლების (ნაწილობრივ), ბესო ბერიას, აკაკი ფაღავას, კორნელი სანაძის, ჭილაშვილის, დიმიტრი ერმაკოვის, ქიზიყის, ოზაანის, ტიმოთე გაბაშვილის,  ცისკარიშვილის,  გუმათჰესის, ფრისის,  პაატა გუგუშვილის,  ჯავახეთის (ნაწილობრივ) და შანშიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე დიუმას, ვერცხლის, ყავლაშვილის, კოტე აფხაზის, კალისტრატე ცინცაძის,  ნაკაშიძეების, ოქრომჭედლების, ერეკლე მეორის (ნაწილობრივ) და ტყავის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way