USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 21 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
Date:  415

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 21 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გლდანის  მასივის III, VI, VII  მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), თიანეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ხიზანიშვილის (ნაწილობრივ), ვართაგავას, მიქატაძის, ხერგიანის, ვეკუას, კანდელაკის და საბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის, კოლმეურნეობის მოედნის,  ერეკლე მეორეს მოედანის, 9 მარტის ბაღის, დედაენის პარკის, დადიანის, ვერცხლის, ბარათაშვილის, ავლევის, ალექსანდრე დიუმას, კოტე აფხაზის, კალისტრატე  ცინცაძის, პუშკინის, ოქრომჭედლების, ლეონიძის, ცინცაძის, ყავლაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ლერმონტოვის, შინდისის, ამაღლების, მთაწმინდის, გერგეთის, ყიფიანის,  ჭონქაძის, გიგა ლორთქიფანიძის, ბერიძის, ინგოროყვას, პაოლო იაშვილის, ჩაიკოვსკის, ზაალ დუმბაძის, სავანელის, მესხის, ავთანდილის, ოქროყანის, წავკისის, ბოლო აღმართის, ქიქოძის, მაყაშვილის, მაჩაბელის, სულხან საბას, ჩახრუხაძის, შავთელის, ჩიკვაიძის, ნიშნიანიძის, იეთიმ გურჯის, ნაკაშიძეების, სანაპიროს, მტკვრის, ათონელის,  ორბელიანის,  ფურცელაძის და ხიდის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის,  სოლოლაკის ხევის, ლეონიძის, კრწანისის, ვოლსკის, ნადიკვარის (ნაწილობრივ) და კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კოპცოვის, ბუკისციხის, ტატიშვილის, ხარაბაძის, იორის,

მესხეთის, გომარეთის, კაკაბეთის, წალენჯიხის, მეტეხის, ისნის, დუტუ მეგრელის,  ფერიცვალების, ურბნისის, დედოფლისციხის და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, გამრეკელის, ქანთარიას და ინტენსიფიკაციის ქუჩების  მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების (ნაწილობრივ),  გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ღოღობერიძის, ირემაშვილის, ჭყონდიდელის, ქუთათელაძის,  ტრაქტორის, ცისარტყელის და ბენდელიანის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ლითონკონსტრუქციების დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის,

ვარკეთილის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), შანავას და ემირ ბურჯანაძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით არმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რკინიგზის სახლების, წინამძღვრიშვილის და კარგარეთელის ქუჩების მოსახლ

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way