USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 2 ივლისს დენი გაეთიშებათ
дата:  570

ქსელში გადართვების გამო 2 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, დიდი ლილოს დასახლების, პატარა ლილოს დასახლების, სამგორის დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, აფრიკის დასახლების, ლოჭინის ხევის, მებაღეობის, ქიზიყის, გუმათჰესის, მოსტკოვის, ჭიჭინაძის, ფრისის, წუწუნავას, გიორგი გურჯიევის, გიორგი გვაზავას, ნიკოლოზ აფხაზის, ლოჭინის, ჯამბულ წურწუმიას, ჯავახეთის, ლევან რაზიკაშვილის, მიხეილ ცისკარიშვილის, ტიმოთე გაბაშვილის, თურაშაულის, გიორგი ოდიშელიძის, თურმანაულის, ველის, სავანის, ფრონეს, ირინა შტენბერგის, ენგურჰესის, ქინძმარაულის, აკაკი ფაღავას, გიორგი მაჩაბელის, ილია ბახტაძის, მერაბ ქვილითაიას, მიხეილ გრიგორაშვილის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, ნავთისხევის, გიორგი გურგენიძის, შალვა ნებიერიძის, ბესო ბერიას, ცისარტყელას, გიორგი მაჩაბელის და იდუმალის ქუჩების მოსახლეობას.   

мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати