USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 19 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
дата:  388

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, გუდიაშვილის მოედნის, ბეთლემის აღმართის, საადის, შუშინის, ბააზოვის, გორგასალის, გრიშაშვილის, ფირდოუსის, აჯიაშვილის, ახოსპირელის, აბო-თბილელის, ლერმონტოვის, ჯიბლაძის, ბეთლემის, გომის, ჯვარედინის, ასკანის, ჰოვანეს თუმანიანის, კოტე აბხაზის, აბესაძის, კუფტინის, საიათნოვას, გრიგოლ-ხანძთელის, ვახტანგ ბერიძის, ანტონ კათალიკოსის, დადიანის, დიუმას, პუშკინის, კალისტრატე ცინცაძის, ძმები ზუბალაშვილების, ვეძინის, არსენას, ბესიკის, ყიფიანის, კოტეტიშვილის, ინგოროყვას,  ჭონქაძის, ჩიტაძის, მთაწმინდის, ბათუ კრავეიშვილის და უკლებას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლევის, ალექსანდრე ჩიკვაიძის, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, ვენერა ურუშაძის, ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცა ღოღობერიძის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის და ხიზამბარელის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ლევან რჩეულიშვილის, რომელაშვილის და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების, სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრვი), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის, აბუსერიძე-ტბელის, მოლითის, გიორგი ნადარეიშვილის, მეველეს, იოსებ და ლეონ ორბელების, ალექსანდრე წულუკიძის, ლაღიძის, წულუკიძის, ამირეჯიბის, გეზათის, იოსებ რატილის, ტვიშის, თოლენჯის, წალენჯიხის, ნოე ხომერიკის, მესხეთის, მთისძირის, ტვიშის, უშაკოვის, შალვა მშველიძის, ბოლნისის, ლერწმის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, არტურ ლაისტის, რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა, ჩკალოვის, მიხეილ აბრამიშვილის, აჰმედ ჯავადის, დიმიტრი გულიას,

ნავთლუღის, საექიმოს, შოთა ნადირაშვილის, აფშინაშვილის, დირსიჭალის, მარჯორი უორდროპის, მიკოლა ბაჟანის, რთველაძის, სოლომონ დოდაშვილის, მანავის, მეგობრობის და ვლადიმერ ლობჟანიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუტუზოვის, მიცკევიჩის, საირმის, ცაგარელის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати