USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 19 აპრილს ელექტროენერგია გაეთიშებათ
Date:  686

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის, თავხელიძის, მიცკევიჩის, იოსელიანის, პოლიტკოვსკაიას და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და ქოშიგორის დასახლების მოსახლეობას.  

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), რესპუბლიკის მოედნის, გოგებაშვილის, გუნიას, ზალდასტანიშვილის, მაყაშვილის, კერესელიძის, ერისთავი-ხოშტარიას, კაკაბაძის, ზანდუკელის, კოსტავას, ჭოველიძის, თორაძის, ტაბიძის, ლერმონტოვის, დადიანის, მაჩაბელის და მთაწმინდის ქუჩების მოსახლეობას.  

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, ბელიაშვილის, ახმეტელის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V, VI კვარტლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, ბელიაშვილის, ახმეტელის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.  

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა მიკრორაიონის, მუხიანის აგარაკების, სოფელი გლდანის, ვარდისუბნის, ჭედიას, სარაჯიშვილის, ულიანოვის, ჩიქვანაიას, ბაღნარის, ანდრონიკაშვილის, სკოლის, მანაგაძის, ნეკრისის და დაისის ქუჩების მოსახლეობას.  

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ნადირაშვილის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების    მოსახლეობას.  

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნწილობრივ), მზიურის პარკის ტერიტორიის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ნინო რამიშვილის, ატენის, აბაშიძის, ფალიაშვილის, ბაზალეთის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.  

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის და სოფელი წავკისის მოსახლეობას.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way