USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 18 ივნისს დენი გაეთიშებათ
дата:  595

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 18 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, დაბა შინდისის (ნაწილობრივ), ოქროყანის დასახლების, სადგურის  დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირირს (ნაწილობრივ), გულუას  მოედნის, დიდი ხეივნის, II ხეივნის, ნადიკვარის, ორთაჭალის, კრწანისის, წინანაურის, კალანდაძის, მარტვილის, ნიშნიანიძის, გორგასალის, გრიშაშვილის, მელქაძის, მეფე სოლომონ II, არტურ  ლაისტის, უსახელოურის, ხეივნის, ჟორდანიას, გურამიშვილის, რეხისსოღანლუღის,  ხარფუხის, ფაბრიკის, შუშინის, ხონელის, ფირდოუსის, ალგეთის და ტაბახმელის ქუჩების    მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის და დაბა წავკისის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, 26 მაისის მოედნის, იმედაშვილის, ზემო ვეძისის, არდაზიანის, ვაზისუბნის, ბრეგვაძის, ისაკაძის, გაგარინის, კოსტავას, ტყვარჩელის, ფიზკულტურის, აფაქიძის, ალექსიძს, კვერნაძის, ბოჭორიშვილის, ალმასიანის და ასლანიდის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას.

мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати