USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 17 ნოემბერს დენი გაეთიშებათ
Date:  258

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, დავით კვაჭანტირაძის, ბოგდან ხმელნიცკის და პაატა ჯანელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ინტერნატის, სამღერეთის, ფილიას, ხუდადოვის, წერონისის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, ეროსი მანჯგალაძის, მეჯვრისხევის, ნიკო მარის, გიორგი სააკაძის, ხევსურეთის, ჯანელიძის, ინწკირველის, ღუდუშაურის, კახიანის, კელაპტრიშვილის, მიხეილ მესხის, ურიდიას, ბიჩინაშვილის, ნოსტეს, უიარაღოს, ცოტნე დადიანის, წრომის, ქებურიას, ცქიტიშვილის, ლევან ცქიტიშვილის და რევაზ ინანიშვილი ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბახტრიონის, იყალთოს, კოსტავას, მელიტონ ქანთარიას, კონსტანტინე კაპანელის, ალექსანდრე ბანძელაძის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ჩიტაიას, ანაკლიის, გიორგი ერისთავის და სულუხიას ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯორის, სოფელი კიკეთის, სოფელი ბეთანიის და სოფელი დიდების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  სანაპიროს და ჯუღელის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way