USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 16 თებერვალს ელექტროენერგია გაეთიშებათ
дата:  597

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 16 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის შემდეგ რაიონებს და ქუჩებს:

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მუხრან მაჭავარიანის, გოძიაშვილის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, ელიზბარ მინდელის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის, პეტრიწის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ) და ცაბაძის ქუჩის მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გლდანის მასივის II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის და ხიზამბარელის ქუჩების მოსახლეობას.  

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქიზიყის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ნაკადულის, ჯავახეთის, ქინძმარაულის, ანდრია დადიანის, ილია ბაბუციძის და რევაზ მამისაშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების, ჭირნახულის და არსენ მეკოკიშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати