USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 15 მაისს ელექტროენერგია გაეთიშებათ
дата:  612

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 15 მაისს ელექტრომომარაგებ ადროებით შეზღუდება

 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედანის, 26 მაისის მოედანის, სპორტის სასახლის მიმდებარე  ტერიტორიის, მზიურის პარკის ტერიტორის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის, იოსელიანის, ახალშენის, მიცკევიჩის, სიმონ ჩიქოვანის, ქარელის, ჭიათურის,  კოსტავას, ოჟიოს, ზურაბ ქაფიანიძის, გამრეკელის, კუტუზოვის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის,  საირმის, ცაგარელის,  გიორგი მიროტაძის, სულხან ნასიძის,  ზაურ ბოლქვაძის, ბახტრიონის, მერაბ ალექსიძის, საბურთალოს,  სულხან ცინცაძის,  ვიქტორ დოლიძის, გამსახურდიას, ბერბუკის, პანკისის, ხაზინის, შმიდტის, ანდრია აფაქიძის, ნინო რამიშვილის, ჯანო ბაგრატიონის, ბურძგლას, მიჩურინის, პავლე ასლანიდის, გურამ ბზვანელის, ანა კალანდაძის, ტეხურის, ტუსკიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, ხვიჩიას, იოსებიძის, კიტა ბუაჩიძის, ლიხაურის, იყალთოს, სულაკაურის და ბაკურციხის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ქუთათელაძის და ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის, შანიძის და პეტრიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ლეონიძის, ინგოროყვას, ჩიტაძის, მაყაშვილის, ჩაიკოვსკის, ბერიძის, ჭონქაძის, კაკაბაძის (ნაწილობრივ), ტაბიძის, დადიანის, ასათიანის და მაჩაბელის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრვი), ზემო ფონიჭალას დასახლების, ფონიჭალას III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), კრწანისის (ნაწილობრივ), ლომინაძის, ლევან ღოღობერიძის, ვირსალაძის, სერგი სურგულაძის, ჟორდანიას, ვახტანგ და ამირან კაპანაძეების და ევგენი გეგეჭკორის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართველთა და ებრაელთა ძმობის ხეივნის, გლდანის მასივის “ა”, II მიკრორაიონების, ომარ ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, ხიზანიშვილის და ფორე მოსულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ქერჩის (ნაწილობრივ) და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, საქჰიდრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის ხევის დასახლების, აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ირინა შტენბერგის, ქიზიყის, ჯამბულ წურწუმიას,  ჭიჭინაძის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, გუგუშვილის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, ენუქიძის, გუმათჰესის, გიორგი ოდიშელიძის, გიორგი გურგენიძის, იდუმალის, ცისკარიშვილის,   გრიგოლ ლორთქიფანიძის, ორხევის, ენგურჰესის, მოსტკოვის, ჯავახეთის, თურაშაულის, ოზაანის, ზაალიშვილის, ქეთევან ჭილაშვილის, ფრისის, საჯაიას, გახოკიძის, ლორთქიფანიძის, ბაღდავაძის, პოლიციის, აკაკი ფაღავას, დობორჯგინიძის, ნიკოლოზ აფხაზის,  ლევან რაზიკაშვილის,  მებაღეობის და ილია ბახტაძის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების (მაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო ალექსეევკის დასახლების, საქნავთობის დასახლების (ნაწილობრივ), მებაღეობის, ალადასტურის, ენუქიძის, ლევან რაზიკაშვილის, ქიზიყის, ჭიჭინაძის, კორნელი სანაძის, ორახელაშვილის, ღლონტის, ჭირნახულის, იუმაშევის და არსენ მეკოკიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

Тбилиси
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати