USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
თბილისის ქუჩები რომელთაც 15 აგვისტოს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  547

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 15 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, აბანოს, ბოტანიკურის, შოთა ნიშნიანიძის, სამღებროს, სანაპიროს,  საადის, ირგვლივის, ახუნდოვის, იოსებ გრიშაშვილის, მირზა შაფი ლაზახის, შუშინის, ბააზოვის, ბეთლემის, კოტე აფხაზის, ორბელიანის, შარდენის, თუმანიანის, ორპირის, გომის,  ძმები ზდანევიჩების,  ჯემალ აჯიაშვილის და  სალამის  ქუჩების  მოსახლეობას.  

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ბათუმის, ვლადიმერ ვორონინის, ზეზვა გაფრინდაულის, იროდიონ ევდოშვილის, რაფიელ აგლაძის, ვახუშტი ბაგრატიონის, ნადირა ხოშარაულის, არჩილ ქურდიანის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, სანაპირო კოსმონავტების, სლავა მეტრეველის, სამტრედიის, იამანიძის, გორის, თევდორე მღვდლის, ყიფიანის,.ცაბაძის, ელიავას, ქუთაისის და მაიაკოვსკის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ვანის, არჩილ ქურდიანის, იამანიძის, ვლადიმერ ვორონინის, ბათუმის, მაიაკოვსკის, სლავა მეტრეველის, გორის, ხოშარაულის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან  დედოფლის  გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა ივერიელის, ხახანაშვილის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის