USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 13 თებერვალს ელექტროენერგია გაეთიშებათ
Date:  576

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის შემდეგ რაიონებს და ქუჩებს:

საბურთალოს და დიდუბის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღომის  II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, ირაკლი გამრეკელის, დავით გამრეკელის, საბურთალოს, მიცკევიჩის, ბახტრიონის, ცაგარელის, საირმის, ტაშკენტის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, ძოწენიძის, რამაზ ჩხიკვაძის, გურიელის, შალვა ნუცუბიძის და დუდუ დადიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, ეთერ ბოცვაძის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წყნეთის, ყიფშიძის, გაბაშვილის, ლეოპოლდ ბილფელდის, ირაკლი აბაშიძის, რაზმაძის, უნივერსიტეტის (ნაწილობრივ) და ზურაბ საკანდელიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი დანელიას ქუჩის მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს, კოსტავას, და მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გლდანის მასივის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ქერჩის, ნიკო კეცხოველის და ვლადიმერ ნანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

 

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way