USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 13 მარტს ელექტროენერგია გაეთიშებათ
дата:  593

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის, გელოვანის გამზირის, პეკინის გამზირის, პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I, II, III, VI კვარტლების (ნაწილობრივ), კოსტავას, ჩიქვანაიას, შარტავას, ვახტანგ ბოჭორიშვილის, გიორგი მიროტაძის, ანდრია აფაქიძის, კოდორის, ფიზკულტურის, გოთუას, მერაბ ალექსიძის, სანაპიროს, ახვლედიანის, მიმინოშვილის, სატივეს, ოჟიოს, ბენდელიანის, აკაკი ბაქრაძის, ვაშლოვანის, ქიაჩელის, ეკალაძის, კობახიძის, ნიკო ნიკოლაძის და ლაპიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას I, II კვარტლების (ნაწილობრივ), ვახუშტი ბაგრატიონის, გაგარინის, გოთუას, იასამნის, ბროწეულის, გოძიაშვილის, ონიაშვილის, იოსებიძის, გურამ ფანჯიკიძის, კანდელაკის, შარტავას, ბუდაპეშტის, ხვიჩიას, ბროლოსანის, ანა კალანდაძის, საბურთალოს, კოსტავას და ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის, ლუბლიანას და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), იაკობ ნიკოლაძის, როდენის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, კოსტავას, ამაღლების, პაოლო იაშვილის, ლერმონტოვის, ჭონქაძის, გიგა ლორთქიფანიძის, არსენას, ვეძინის, ზაალ ქიქოძის, რიწის, ძმები ზუბალაშვილების, ჭავჭავაძის და თხინვალის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ასათიანის, გერცენის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, მესხის, აპოლონ ქუთათელაძის და შოთა მესხიას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანი 2-ის დასახლების, მარატ ნოზაძის, დუმბაძის და ალეკო გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, კახეთის გზატკეცილის, ზემო ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების, კონსტანტინე ანდრიაძის, ევროპის, იუმაშევის, ალექსანდრე ქართველიშვილის, რკინიგზის, ალექსი შიუკაშვილის, ბორის ბერიძის და სერგო გუჯეჯიანის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხაძის ქუჩის მოსახლეობას. 

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ართვინის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის, ცოტნე დადიანის, ხათუნა დონდუას, გროზნოს, ჩიტაიას, პალიასტომის, მამარდაშვილის, კიკვიძის, თეთნულდის, გოგი ზაზიშვილის, მამრაძის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, კაპანაძის, რეხის, მიჩურინის, როსტოვის, ფარავნის და ქინქლაძის ქუჩების  მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმერეთის, ლეჩხუმის, ეროსი მანჯგალაძის, ნიკო მარის, გიორგი სააკაძის, სვანეთის, ხევსურეთის, ცინცაძის, ცოტნე დადიანის, ხათუნა ჭიჭინაძის და სვანეთისხევის ქუჩების    მოსახლეობას.

Тбилиси
თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

"საბაჟო გამშვები პუნქტი "თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (19,4 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდაბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати