USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
თბილისის ქუჩები რომელთაც 13 აპრილს ელექტროენერგია გაეთიშებათ
თარიღი:  520

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III კვარტლების, ძოწენიძის და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, სოფელი ლისის, სოფელი თხინვალას, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, მხატვრების დასახლების, ფერმწერთა, ზაალიშვილის, ტაბიძის, ავთო ვარაზის, პეტრიწის, გიორგი ბრწყინვალის, გრიგოლ ფერაძის, ნოზაძის, კუკური გოგიაშვილის, ბობ უოლშის, იონა ენუქიძის, სოლოღაშვილის, შალვა გოგიძის, ვეფხისტყაოსნის, ასმათის, ჭელიძის, თინათინის, ფატმანის, ერედვის, დავარის, ტარიელის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, გოგებაშვილის, გალის, პეტრიაშვილის, შანიძის, ბელინსკის, ბაშალეიშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, ჭოველიძის, კერესელიძის, ზანდუკელის და ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის,  სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სკანდეს, კაცხის, საჩხერის, საირმის, შოვის, ვარდისუბნის, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ),  აბაშიძის, ნანეიშვილის, ლიბანის, ბარალეთის, მიხაკო წერეთლის, ანდრონიკაშვილის და ფოცხვერაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), რატევანის, მუხრანის, ნაგომარის, გარეჯელის, ხორნაბუჯის, გლინკას, ჩარგლის, ლიახვის, ჟინვალის, შენგელაიას, ზიგზაგის, ბოგვის, ერწოს, ხევისუბნის, ქვიშხეთის, გუდამაყრის, თიანეთის, ტიბაანის, ფეიქართა და რომელაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, სვანების დასახლების, გულბანის, რაფავას, სოხუმის, ბაგრატის,  გზისკარის,  აფხაზეთის, ერეკლეს, თამარ მეფის და პატარაიას ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მეტრო „სამგორი“-ს მიმდებარე ტერიტპრიის, მეტრო „300 არაგველები“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ვაზისუბნის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ნავთლუღის დასახლების,  ნავთლუღი-1 დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების, რკინიგზის სახლების, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ზაქარია მხაგრძელის, ქობულაძის,  სერგი ჯიქიას, იოსებ და ლეონ ორბელების, კვაჭანტირაძის, ზავრიევის, ლაღიძის, ბიძინა ნანეიშვილის, გომარეთის, უზნაძის, ონაშვილის, ივერიელის, აფხაიძის, წინანდლის და ხახანაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების,  რკინიგზის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ბორის ბერიძის, შიუკაშვილის და  გუჯეჯიანის ქუჩების მოსახლეობას.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის