USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 12 ივნისს დენი გაეთიშებათ
дата:  286

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 12 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, III მიკრორაიონების და დავითაიას ქუჩის მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, ქობულაძის, მათიაშვილის, ბუკისციხის, კლდიაშვილის, ბეგიაშვილის, ჯანელიძის და ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ბზვანელის ქუჩის მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, IV, V კვარტლების, რობაქიძის გამზირის, ჭოხონელიძის, დავით რონდელის, ბელიაშვილის, ჩაჩავას, ჭიაურელის, ახმეტელის, ლუბლიანას, ტერევენკოს, გოგიძის, შალვა ერისთავის, ნოდარ ახალკაცის, ნოდარ ბოხუას, ციალა გაბაშვილის, ესმა ონიანის, ბერძენიშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, გელოვანის გამზირის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, "ნატბეურების" დასახლების, "ჩალისპირების" დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, დიდგორის, ირაკლი ფარჯიანის, კვანტალიანის, თოფურიძის, მაჭავარიანის, ჯორჯ ბალანჩინის, ცამეტი ასურელი მამის, სარაჯიშვილის, ემხვარის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, გიორგი ბრწყინვალის და გელა გოგიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, აფრიკის დასახლების, ორხევის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მშვიდობის, თვალჭრელიძის,  ფრისის,  ერმაკოვის, მებაღეობის, ანდრია გუგუშვილის, გუმათჰესის, ლუკა რაზიკაშვილის, ზურაბ დობორჯგინიძის, პაატა გუგუშვილის, აკაკი ფაღავას, გუმათის, ჭიჭინაძის, სანაძის,   ჭილაშვილის, ცისკარიშვილის, ოზაანის, ქიზიყის, ბესო ბერიას, იოსებ და ლეონ ორბელების, ლევან რაზიკაშვილის, ნუგზარ საჯაიას, ტიმოთე გაბაშვილის და ალექსანდრე ზაალიშვილის  ქუჩების  მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, ღამბაშიძის, დოდო აბაშიძის, ლიბანის, სალხინოს, გაგრის, ილია ვეკუას, აკაკი ხორავას, იოსებ გრიშაშვილის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати