USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 12 დეკემბერს დენი გაეთიშებათ
Date:  321

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, რომანოზ ხომლელის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, საქჰიდრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის ხევის დასახლების,  აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ირინა შტენბერგის, ქიზიყის, ჯამბულ წურწუმიას, ჭიჭინაძის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, გუგუშვილის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, ენუქიძის, გუმათჰესის, გიორგი ოდიშელიძის, გიორგი გურგენიძის, იდუმალის, ცისკარიშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ორხევის, ენგურჰესის, მოსტკოვის, ჯავახეთის, თურაშაულის, ოზაანის, ზაალიშვილის, ქეთევან ჭილაშვილის, ფრისის, საჯაიას, გახოკიძის, ლორთქიფანიძის, ბაღდავაძის, პოლიციის, აკაკი ფაღავას, დობორჯგინიძის, ნიკოლოზ აფხაზის, ლევან რაზიკაშვილის, მებაღეობის და ილია ბახტაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ასათიანის, თაბუკაშვილის, ფხოვის, ხაზინის, ათონელის, ჭანტურიას, 9 აპრილის, ბროსეს, გერცენის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, აპოლონ ქუთათელაძის და მედეა ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.  

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და უნივერსიტეტის ქუჩის მოსახლეობას.    

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიმონ ჩიქოვანის, ბაკურიანის, ბაკურციხის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ვიქტორ დოლიძის, ლიხაურის და თამაზ ჭილაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II, III, IV კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის (ნაწილობრივ), ელგუჯა ამაშუკელის, კონსტანტინე კაპანელის, ბესარიონ ჟღენტის, ძოწენიძის, ინტენსიფიკაციის, შალვა ნუცუბიძის, პაატა დათუაშვილის და ილია აბულაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების X, Xა კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების IV, X მიკრორაიონების, შეშელიძის, ლევან რჩეულიშვილის, გურამიშვილის, ხევძმარის და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის დასახლების III, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ზემო ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), მარნეულის გზატკეცილის, რუსთავის გზატკეცილის, შოთა ნიშნიანიძის, ჟორდანიას, ლევან ღოღობერიძის, კრწანისის და სპირიდონ ვირსალაძის ქუჩების მოსახლეობას.   

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way