USD 2.6975
EUR 3.1825
RUB 3.4401
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 12 აპრილს ელექტროენერგია გაეთიშებათ
Date:  376

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 12 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეზღუდება

 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზუგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის, სოლოღაშვილის, ჩოხელის, გოგიძის, ნოზაძის, ფერაძის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის  დასახლების (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის,  ქოშიგორის დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, სულხან ცინცაძის, ბახტრიონის, ტაშკენტის, ჯანო ბაგრატიონის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის, ონიაშვილის და ცხინვალის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის, ლევან მიქელაძის, ალექსი მაჭავარიანის, დიმიტრი ბაქრაძის, ზანდუკელის, ყაზბეგის, ჭოველიძის, შოთა მილორავას, ერეკლე ტატიშვილის და არაგვის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ქერჩის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სესილია თაყაიშვილის, ჯავახეთის, ვიქტორ კუპრაძის, ზაჰესის, გახოკიძის, დავით ჯავრიშვილის და ნაზი შამანაურის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ზნაურის, საინგილოს, კაიშაურის, სომხეთის, თამაზ მუჯირიშვილის, მაქსიმე შარაძის, მიხეილ  მრევლიშვილის, ნაქერალას, ფშავის, ახალუბნის, გალავნის, ბეღლეთის, აბაშვილის, გიორგი აბრამიშვილის, ოძისის, კიკეთის, ნიაბის, ჟონეთის, რუისპირის, შილდის, გოლოვნის, მთავარანგელოზის, ბეთანიის, ბზიფის, განთიადის, დომინიკა ერისთავის, კვალეთის, კაიშაურის, გედევანიშვილის, კონსტანტინე ერისთავის, სათემოს, ხალუბნის, ალადაშვილის, ხივინის, მახათას, მარინე თბილელის, რაზიკაშვილის, ლადო მესხიშვილის, ობსერვატორიის, აბულის, ნასაკირალის, თეძამის, მარტყოფის, კვესეთის, შაქრიანის, ერევნის, იუსტინე აბულაძის, დმანისის, სევანის, გალავნის, გუმბრის და სამრეკლოს ქუჩების მოსახლეობას.  

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის ნაკვეთების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ), რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძის, ლეკიშვილის, რეზო გაბაშვილის, ლევან რჩეულიშვილის, ავეტიკ ისააკიანის, ნიკოლოზ ჯანაშიას, ავშნის, მონადირის, მუხიანის, ანაპის 414-ე დივიზიის და ძმები ჭილაშვილების ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ვახტანგ ნინუას, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის, მოლითის, კნოლევის, ოქტომბრის, ღრმაღელეს, მაგნიტოგორსკის, დაისის, ჭყონდიდელის, ღოღობერიძის, ზესტაფონის, ცოტნე დადიანის, გიორგი ჭყონდიდელის, რაფიელ ერისთავის და თამაზ ტოროშელიძის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის ქუჩის მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის (ნაწილობრივ), აეროდრომის  დასახლების II, VII, VIII, X, XI ქუჩების, კალოუბნის, რომანოზ ხომლელის, ჯავახეთის და ზურაბ აბულაძის ქუჩების მოსახლეობას.   

tbilisi
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

See all
Survey
By the way