USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 11 მაისს ელექტროენერგია გაეთიშებათ
Date:  596

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-11, მე-12, მე-13 კილომეტრების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ავთო ვარაზის, დავარის, ასმათის,  როსტევანის, მელიქ სურხავის, ვეფხისტყაოსნის, ოთხი ათასი მესხის, ფარნავაზ მეფის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ანა პოლიტკოვსკაიას, ანჯაფარიძის და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, თაქთაქიშვილის, ფალიაშვილის, ირაკლი აბაშიძის, შოვის, ნინო ჟვანიას, შატბერაშვილის, ღოღობერიძის, კეკელიძის, კრისტოფერ არეშიძის და  ატენის ქუჩების მოსახლეობას.  

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის, ჩაჩავას და შალვა გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის IIIა, VII, VIII მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, ხიზანიშვილის, ზაქარია მაისურაძის, არსუკიძის, ინგუშეთის,  კონსტანტინე ლესელიძის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ანდრონიკაშვილის, მარჯანიშვილის, მებაღიშვილის, ქერჩის და სამხარაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის, გუდიაშვილის, პუშკინის, კირილე უკლებას, მთაწმინდის, ბესიკის, მოსიძის, ჩიტაძის, კრავეიშვილის, გოგებაშვილის,  ბაშალეიშვილის, ალეკო შენგელიას, იმედაშვილის, გუნიას, გალის, კეკეკლიძის,  პეტრიაშვილის, ბარნოვის, უმიკაშვილის და რეზო ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების, მესხეთის,  ყვარლის, ტვიშის, უშაკოვის, მთისძირის, იოსებ რატილის, ამირეჯიბის, თოლენჯის, ნოე ხომერიკის, გეზათის და წალენჯიხის ქუჩების მოსახლეობას.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way