USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
თბილისის ქუჩები რომელთაც 11 აპრილს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  514

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 11 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პირველი რესპუბლიკის მოედნის, ვარდის მოედნის, ელიას მთის, მახათას, მთავარანგელოზის, ბეღლეთის, ჟონეთის, ნიაბის, ბზიფის, კვალეთის, გუმბრის,  რაზიკაშვილის, სამრეკლოს, ხივინის, კონსტანტინე ერისთავის, დმანისის, დომინიკა ერისთავის, რუისპირის, ლადო მესხიშვილის, მარტყოფის, აბულის, სამხედროს, სომხეთის, სათემოს, ახალუბნის, კვალეთის, ფშავის, გედევანიშვილის, ოძისის, შაქრიანის, გალავნის, გოლოვნის, თეძამის,  საინგილოს, ნაქერალის, ერევნის, ობსერვატორიის, იუსტინე აბულაძის, კვესეთის, კიკეთის, განთიადის, ალადაშვილის, ნასაკირალის, სევანის, მარინე თბილელის, კაიშაურის და ბეთანიის ქუჩების მოსახლეობას.  

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის, კოლმეურნეობის მოედნის, ორბელიანის მოედნის, 9 აპრილის ბაღის, ვეკუას, ჭანტურიას,  ასათიანის, თაბუკაშვილის, პუშკინის, ხიდის, აბაშიძის, მანჯგალაძის, ხაზინის,  ფხოვის, განათლების, გრიგოლ აბაშიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, მტკვრის, სანაპიროს, ორბელიანის, სულხანიშვილის და ჯორჯაძის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტელეგრაფის, ათონელის, გოგჩას, ნიშნიანიძის, შოთა ნიშნიანიძის, გუდიაშვილის და ხიდისთავის  ქუჩების  მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ),  სამხედრო გზატკეცილის,   დიღმის სასწავლო მეურნეობის,  დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ),  მეფე მირიანის, მეფე არჩილის, პეტრიწის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, მირიანაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, ფატმანის,  მირიანაშვილის, თინათინის, თავდადებულის,  სვანიშვილის,  შალვა ახალციხელის,  გიორგი ბრწყინვალეს, ნესტან დარეჯანის, ცამეტი ასურელის, რამაზის, ბერტა ფონ ზუტნერის,  შერმადინის, ვეხტმანის, მარკო პოლოს, ცხაკაიას, შაქარაშვილის, ფრედერიკ  მონტერეს,  კასტელის, ერედვის, ნინო აბაშიძე ორბელიანის, უსენის, რაინგესის, კლაპროტის,  ვეფხისტყაოსნის,  ხატაეთის,  ტარიელის, ჰუგო ჰუბერტის,  სტრაბონის,  დავარის, რამაზის, ასმათის, ნიკო ბურის, არქანჯელო ლამბერტის, ავთანდილის, მაჭავარიანის და პეტრიწის  ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის  ქუჩის მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ახალდაბის, ბჟოლეთის, იფნევის, კვერნაულის, გოგაშენის, ჟველაურის, დვირის, ზვარეთის, თორნიკე ერისთავის, არალეთის, გვაზაურის, ზედაზენის, კოკინაკის, ქართლის, დიდი ჯიხაიშის, ქსოვრელის, რიონჰესის, დაისის, პეტრე გრუზინსკის და ცოტნე დადიანის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მექანიზაციის  ქუჩის მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის