USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 10 მარტს ელექტროენერგია გაეთიშებათ
Date:  

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო  10 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღომის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრე იბერის, უნივერსიტეტის და გიორგი დანელიას ქუჩების  მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების IIა ზონის, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, პეტრიწის ,მუხრან მაჭავარიანის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზისის (ნაწილობრივ), ვიტალი დარასელიას, გაგარინის, იმედაშვილის, ლვოვის, მგალობლიშვილის (ნაწილობრივ), ონიაშვილის, ყუშიტაშვილის, შარტავას, ოჩამჩირის და აკაკი გახოკიძის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), არდაზიანის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, ზოვრეთის, იმედაშვილის, მგალობლიშვილის (ნაწილობრივ), ოდესის, ილია ოდიშელიძის და გაბრიელ ისაკაძის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის და რიგის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სპირიდონ კედიას (ნაწილობრივ)ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way