USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
თბილისის ქუჩები - ჟან შარდენის ქუჩა
Date:  3156

შარდენის ქუჩა, ყოფ. ბნელი რიგი — კრწანისის რაიონში მდებარე პატარა საფეხმავლო ქუჩა, ქალაქ თბილისის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი.

წარსულში ძველი თბილისის ერთ-ერთი სავაჭრო ქუჩა იყო, რომელიც თათრის (ახლანდ. გორგასლის) მოედანზე გადიოდა და მას სიონის ქუჩას აკავშირებდა. ერთ დროს ეს ვიწრო ქუჩა გადახურული იყო და ამიტომ ერქვა „ბნელი რიგი“ (რუს. «Тёмный ряд»). გვიან შუა საუკუნეებში აქ მექვაბების რიგი იყო, ხოლო XIX ს.-ში ახალი ბაზაზხანა განვითარდა. დახურული ბაზაზხანა-ბნელი რიგი XX ს.-ის დასაწყისშიც არსებობდა. შემდეგ მოხდა მისი რეკონსტრუქცია (არქ. გიორგი ბათიაშვილი, 1981) და XVII ს. ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის სახელი ეწოდა. 2002 წ. დაიწყო ქუჩის განახლება და კეთილმოწყობა. ამჟამად შარდენის ქუჩასა და მის მიმდებარე რკინისა და ბამბის რიგებში განლაგებულია პოპულარული რესტორნები, ღია კაფე-ბარები, ღამის კლუბები, გალერეები; ეწყობა გამოფენები, დღესასწაულები, კონცერტები.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way