ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაინებში. ცოტნე დადიანის ქუჩიდან თბილისის ზღვისაკენ მიმავალ გზამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც რემონტის ქუჩა, ერთხანს ნიკოლოზ ხუდადოვის სახელი ერქვა. 20-იან წლებში ისევ რემონტის ქუჩა ეწოდა. 50-იან წლებში დაუბრუნდა ძველი სახელი.
ნიკოლოზ (ნიკო) ალექსის ძე ხუდადოვი (დ. 1850, გორი — გ. 17 იანვარი, 1907, თბილისი) — ქართველი ექიმი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.
დაიბადა ქალაქ გორში, სომხური წარმოშობის ოჯახში. თბილისის I გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1870) პეტერბურგის საგზაო მიმოსვლის ინსტიტუტში სწავლობდა, მალევე პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში გადავიდა, რომელიც 1876 წელს დაასრულა. სერბეთ-ოსმალეთის ომის დროს (1876-1878) ექიმად მსახურობდა სერბეთში გაგზავნილ რუსულ სანიტარულ რაზმში, შემდეგ ალექსანდროპოლის 161-ე ქვეით პოლკში. სტაჟირებისთვის მივლენილი იყო გერმანიასა და შვეიცარიაში. სტუდენტობის პერიოდში ახლოს იყო ქართულ ხალხოსნურ-რევოლუციურ წრესთან, კავშირი ჰქონდა ივანე ჯაბადართან, რის გამოც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად იყო ჩართული სამედიცინო და საზოგადოებრივ საქმიანობაში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი (1881 წლიდან), სხვადასხვა საკითხზე აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს ქართულ პრესაში (მათ შორისაა პოლემიკა ილია ჭავჭავაძესთან ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობისადა საგლეხო რეფორმის ნაკლოვანებების შესახებ). 1880-იანი წლების ბოლოს ექიმად მუშაობდა ხევსურეთში და ამ კუთხის შესახებ ეთნოგრაფიული ნაშრომი გამოაქვეყნა რუსულ ენაზე (1890). 1890 წელს ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო გარიცხეს თბილისის საიმპერატორო სამკურნალო საზოგადოებიდან.1890-იან წლებში აირჩიეს თბილისის საქალაქო საკრებულოს ხმოსან წევრად. 1900-იან წლებში იყო ქალაქის რკინიგზის სახელოსნოთა საავადმყოფოს მთავარი ექიმი. აქტიურად მონაწილეობდა 1904-1905 წლების რევოლუციურ მოძრაობაში. ქალაქის ღარიბი მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ ატარებდა კონსულტაციებს, საჯარო ლექციებს, ხელს უწყობდა უფასო სასადილოებისა და სამკითხველოების, მუშებისთვის საკვირაო სკოლების დაარსებას. 1893 წელს თბილისის განაპირას, ნაძალადევის ტერიტორიაზე სახაზინო მიწაზე გააშენა ტყე-პარკი, რომელიც მის სახელს ატარებს. გარდაიცვალა 1907 წლის იანვარში თბილისში „შავრაზმელთა“ რუსული ექსტრემისტული დაჯგუფების წევრების თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან. დაკრძალეს ვერის ძველ სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე ანა ვლადიმირის ასული ტიზენჰაუზენი და სამი შვილი — მარიამი, ვლადიმერი და ალექსანდრე. ნიკოლოზ ხუდადოვის და — სოფიო ცოლად ჰყავდა მწერალ ნიკო ლომოურს.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/