USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
თბილისის ქუჩები - აბანოს ქუჩა
Date:  1728

აბანოს ქუჩა — ქუჩა კრწანისის რაიონში (აბანოთუბანი). ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან აბანოს I შესახვედრამდე. სავარაუდოდ საფუძველი ჩაეყარა იმ დროს, როდესაც აქ პირველი აბანოები აიგო.

აბანოს ქუჩის სახელწოდება მიიღო არა უგვიანეს 1841 წლისა (შეტანილია 1841 წლის შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში). ვახტანგ გორგასლის (ყოფილი თათრის) მოედნიდან. 1851 წელს, მიხეილ ვორონცოვის ქუჩის (ახლანდელი ვახტანგ გორგასლის ქუჩა) გაყვანის შემდეგ, მოედნიდან წავკისისწყლამდე მდებარე ქუჩის მონაკვეთიც მას შეუერთდა.

აბანოს ქუჩა დღეისათვის მთლიანად რესტავრირებულია. ქუჩის ერთ მხარეს განთავსებულია აბანოების კომპლექსი, მეორე მხარეს — სახლები (XIX საუკუნის 50–70-იანი წლები), რომელთა ზედა სართულები საცხოვრებელია, პირველ სართულებზე კი სავაჭრო დაწესებულებებია (კაფეები, მაღაზიები). ქუჩას კეტავს ყოფილი „ჭრელი აბანო“ (ორბელიანების საგვარელო აბანო; მოიხსენიება XVIII საუკუნიდან).

აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის კეთილმეზობლური ურთიერთობის აღსანიშნავად ქუჩაზე არსებულ სკვერს 2004 წელს ეწოდა ჰეიდარ ალიევის სახელი, სადაც 2007 დაიდგა მისივე ბიუსტი (მოქანდაკე ნ. ალიევი). აქვს 2 შესახვევი (II შესახვევს ადრე გოგირდის შესახვევი ერქვა).

  • აბანოს I ჩიხი — ძველი თბილისის რაიონი (აბანოთუბანი). დასაწყისი იოსებ გრიშაშვილის ქუჩიდან.
  • აბანოს II ჩიხი — ძველი თბილისის რაიონი (აბანოთუბანი). დასაწყისი იოსებ გრიშაშვილის ქუჩიდან.
society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way