USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
თბილისის მუნიციპალური ინსპექციამ სამშენებლო და ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურების მასშტაბური ფაქტები გამოავლინა
Date:  444
თბილისის მუნიციპალური ინსპექციამ ინერტული ნარჩენებით გარემოს დაბინძურების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს. სამსახურმა აღნიშნული სამართალდარღვევის მასშტაბური ფაქტები გამოავლინა და აღკვეთა სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე დიდ ლილოში, გლდანის შემოვლით გზაზე, ვაზისუბანში, წყნეთის გზატკეცილზე, გელოვანის ქუჩაზე, შატილის ქუჩაზე, გულუას და მაჭავარიანის ქუჩებზე.
"სამსახურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს რეკრეაციული ზონების და გარემოს დაცვა ინერტული ნარჩენებით დანაგვიანებისგან, ამ მიმართულებით ქმედით ღონისძიებებს ვახორციელებთ, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. Მნიშვნელოვანია რომ გარდა ფინანსური სანქციებისა, სამსახური ავალებს სამართალდამრღვევს დანაგვიანებული ტერიტორიების მოწესრიგებას. ყველა ამ ლოკაციებზე მოხდა შემდგომი მასშტაბური დანაგვიანების და ნარჩენით ლანდშაფტური ცვლილების აღკვეთა" - განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გოგი ჩიქოვანმა.
Მიმდინარე წელს საერთო ჯამში 134 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც სამსახურის მიერ გატარდა ფინანსური სანქციები და სამართალდამღვევებს დაევალათ სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიების დასუფთავება.
tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way