ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, რანდომულმა (შემთხვევით შერჩეული) კვლევამ თბილისში აჩვენა, რომ კორონავირუსი გადატანილი აქვს დედაქალაქის მოზრდილი მოსახლეობის 9,1%-ს.
როგორც ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, კვლევა, რომელმაც თბილისში 1000 ადამიანი მოიცვა, რამდენიმე დღის წინ დასრულდა.
“თბილისის მოზრდილი მოსახლეობას 9,1% პროცენტს გადატანილი აქვს ინფექცია. გაზაფხულზე ჩვენ გვქონდა ასეთი კვლევა და მაშინ მაჩვენებელი 0,9% იყო. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვიკვილეთ ათასი მოქალაქე და ვნახეთ, რამდენს ჰქონდა პოზიტიური ანტისხეულები კოვიდის მიმართ და დადგინდა, რომ ცხრაზე ოდნავ მეტი პროცენტი ქალაქის მოსახლეობის არის ინფექციაგადატანილი”, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, მოსახლეობის დაახლოებით 10%-ის ინფიცირება საშუალო ევროპული მაჩვენებელია.