USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თბილისის მეტროში მოძველებული სადენებისა და ვენტილაციის სისტემის განახლებისთვის 15 მილიონი დოლარი დაიხარჯა
თარიღი:  736

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 15 მილიონ დოლარიანი პროექტის ფარგლებში, თბილისის მეტროში 500 კმ სიგრძის მოძველებული ძალოვანი სადენები და ვენტილაციის სისტემა განახლდა. ADB-ის ცნობით, მიღებული ზომები მგზავრებს ხანძრის საშიშროებისგან იცავს და ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს.

ADB-ის პროექტის შედეგად თბილისის მეტროში ყოველდღიურად 500,000 მგზავრი ახლა უფრო უსაფრთხოდ გადაადგილდება. თბილისის მეტრო, საქართველოს დედაქალაქის ტრანსპორტის სისტემის ხერხემალია. მისი მოძველებული ძალოვანი სადენები და ვენტილაციის სისტემა გამოცვლას საჭიროებდა. მთავრობის ურბანული განახლების სტრატეგიის შესაბამისად, მთავრობის მიმართვის საფუძველზე აზიის განვითარების ბანკმა მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაამტკიცა თბილისის მეტროს რეაბილიტაციის 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი.

1950-იანი წლებიდან, ანუ დაარსებიდან პირველად, 23 მეტროსადგურისგან შემდგარ ქსელში გამოიცვალა 500 კმ სიგრძის ძალოვანი სადენი და ვენტილაციის სისტემა. მიღებული ზომები მგზავრებს ხანძრის საშიშროებისგან იცავს, ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს და ყოველდღიურ მგზავრობას უფრო უსაფრთხოს ხდის. უკეთესი ინფრასტრუქტურითა და საიმედო მომსახურების უზრუნველყოფით, ADB საქართველოს ქალაქებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში ეხმარება“, – აცხადებენ აზიის განვითარების ბანკში.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის