USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
თბილისის მერმა უნგრეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
Date:  795

დედაქალაქის მერი კახა კალაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებს და ასევე, სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

თბილისის მერმა უნგრელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული თვალსაჩინო მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

„მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოზიტიურ ურთიერთობებს, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ბოლო წლებში ეს ურთიერთობები განსაკუთრებით გაღრმავდა, რასაც ბევრი დადებითი მხარე აქვს. ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ კიდევ 1992 წლიდან იწყება და მეტი რესურსი, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. პირადად მეც მზად ვარ ამ პროცესში წვლილის შეტანისთვის. თბილ და მეგობრულ ურთიერთობებზე მეტყველებს საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების ვიზიტები ჩვენს ქვეყნებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

უნგრელმა დიპლომატმა მკაფიოდ დაადასტურა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ.

ანა მარია შიკომ ქვეყნებს შორის მტკიცე თანამშრომლობის პარალელურად, დედაქალაქებს შორის,   სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კულტურის სფეროში, გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.

ქართველი და უნგრელი ხალხების კიდევ უფრო დაახლოების მიზნით, ელჩმა თბილისში უნგრეთის დღეების ჩატარების სურვილი გამოთქვა. აღნიშნულთან დაკავშირებით   თბილისის მერმა უნგრელ დიპლომატს დახმარება და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

https://tbilisi.gov.ge

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way