USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
თბილისის მერმა სამტრედიის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
Date:  772

დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩაზე, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში წინმსწრებ-დამზღვევი ღონისძიებები მიმდინარეობს, მზადდება შენობა-ნაგებობის გამაგრება-გაძლიერების პროექტი, ასევე, ტარდება გეოლოგიური კვლევები.

მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„დიდუბის რაიონში, სამტრედის ქუჩაზე, მარტში მოხდა აფეთქება. ეს იყო "ნიკორას" სავაჭრო ობიექტი, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვამ აფეთქვება გამოიწვია. ყველაზე მეტად დაზიანდა აღნიშნული კორპუსის ორი სადარბაზო, სადაც 44 ოჯახი ცხოვრობდა. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს გამაგრებისთვის საჭირო ღონისძიებები. გარდა ამისა, ველოდებით დაექსპერტებულ პროექტს აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები, რომელიც მეორე დღესვე დაიწყო. 28 ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილი გვყავს იჯარით. გამაგრება მომავალი წლისთვის დასრულდება და არა მხოლოდ ამ ორი სადარბაზოთი შემოვიფარგლებით, არამედ მთლიანად კორპუსის გამაგრება მოხდება, თავისი ხიმინჯების პროექტის განხორციელებით, რათა კორპუსი იყოს მყარი და არავითარი პრობლემა არ შეექმნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოებს, რომლის ღირებულება 3 518 180 ლარია, შპს „ნადიგო” ახორციელებს.

დღესვე მერი აგლაძის ქუჩის N 38-ში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნო.

მასთან ერთად ადგილზე რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი იმყოფებოდნენ.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way