USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Tbilisi
თბილისის მერმა ისნის რაიონში ახალაშენებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა
Date:  378

თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ისნის რაიონში ახალაშენებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა. N124 ბაგა-ბაღი ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე აშენდა და აღსაზრდელების პირველი ნაკადი 16 სექტემბერს მიიღო.

„ისნის რაიონში კიდევ ერთი ახალი ბაღი ავაშენეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ბაღი 290 ბავშვზეა გათვლილი. ამჟამად 150 ადგილია შევსებული და რეგისტრაცია ეტაპობრივად გრძელდება. გვინდა, რომ ჩვენს პატარებს ასეთ გარემოში უწევდეთ ყოფნა. ბაღი თანამედროვე სტანდარტებითაა აშენებული, სადაც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სათამაშოები, თეთრეული, ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებული და ევროპულია. ბაღში არის ოთხჯერადი კვება, რომელიც უმაღლეს დონეზეა. ჩვენ კიდევ გვაქვს დაგეგმილი ასეთი პროექტები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის. ყველაზე მთავარია ის, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, განვახორციელეთ საკანონმდებლო ცვლილება და საჯარო ბაგა-ბაღები არის უფასო", - განაცხადა კახა კალაძემ.

ბაღი 9-ჯგუფიანია და 290 აღსაზრდელზეა გათვლილი, ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აქვს კეთილმოწყობილი ეზო გამწვანებითა და სათამაშო მოედნებით; შენობა აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით, უსაფრთხოების ბადეებითა და სააღმზრდელო ჯგუფების ინდივიდუალური საევაკუაციო კიბეებით. პროექტის ბიუჯეტი 4,5 მილიონი ლარია.

ახალგახსნილ საბავშვო ბაღში მერთან ერთად მერის მოადგილე კახა გულედანი და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე იმყოფებოდნენ.

tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way