USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
თბილისის მერმა N2 ბაგა-ბაღის ახლად რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა
Date:  329

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილე კახა გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში მდებარე N2 საბავშვო ბაგა-ბაღის ახლად რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა. საბავშვო ბაღი ახალ სააღმზრდელო წელს განახლებულ შენობაში შეხვდა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ძირითადი შენობა, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, განახლდა, ასევე აშენდა ახალი ფლიგელი, 290 ბავშვის მიღება შეუძლია აღნიშნულ ბაღს. დღესდღეობით მხოლოდ 150 ბავშვია რეგისტრირებული და ბაღს შეუძლია, დაიმატოს ბავშვები. მიხარია, რომ ყველანაირი პირობა არის შექმნილი პატარებისთვის. ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმისთვის, რომ დაცული იყოს საერთაშორისო სტანდარტები. ტერიტორიის სიმცირიდან გამომდინარე ამ ბაღს აქვს ეზოს პრობლემა და სასეირნო სივრცე პატარებისთვის სახურავზეა მოწყობილი თავისი სათამაშოებით და ატრაქციონებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

უწყების ინფორმაციით, განახლებული ბაღის შენობა ასევე დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრებმა.

„N2 საბავშვო ბაღის შენობის ერთი ნაწილი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელი მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში აშენდა, შესაბამისად, მისი პირვანდელი სახის შენარჩუნება და ამასთანავე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემოს მოწყობა, პროექტის მთავარი ამოცანა იყო, რაც წარმატებით შესრულდა. პროექტის ფარგლებში, შენობის მეორე ნაწილის ნაცვლად აშენდა სრულიად ახალი კორპუსი, სადაც მოეწყო სააღმზრდელო ჯგუფები, სპორტული და ღონისძიებების დარბაზები და სამზარეულოს ბლოკი.

ბაგა-ბაღი ადაპტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დამონტაჟებულია ელექტროპანდუსი და ლიფტები შშმ პირთათვის, გარდა ამისა, იგი სრულად აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოების კუთხით არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებს. საბავშვო ბაღი ათ ჯგუფიანია და 290-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way