USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Tbilisi
თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა გულედანი დაინიშნა
Date:  916

თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა გულედანი დაინიშნა. გულედანის კანდიდატურა თბილისის მერმა კახა კალაძემ ­დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ყველა ის ადამიანი ვინც ელოდება საკუთარ საცხოვრებელ ბინას აუცილებლდად მიიღებს მომდევნო წლების განმავლობაში და ამ საქმეს კახა გულედანი უხელმძღვანელებს.

„საზოგადოებას მინდა წარვუდგინო კახა გულედანის კანდიდატურა. კახა წლების განმავლობაში მუშაობს მუნიციპალიტეტში, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ის დღეს ხელმძღვანელობს მუნიციპალურ ინსპექციას, წლების წინ იკავებდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ასევე იყო სამგორის რაიონის გამგებელი. მინდა, კახას წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე და დარწმუნებული ვარ, წამოწყებული საქმეები და უდიდესი გამოწვევები,რომელსაც ჩვენ ილია ელოშვილთან ერთად შევეჭიდეთ ბოლომდე ღირსეულად იქნება მიყვანილი. ყველა ის ოჯახი, ადამიანი ვინც იმედით შეჰყურებდა ილიას, რომ ეს თემა ბოლომდე მივიდოდა, ჩვენ ამას თავს ღირსეულად გავართმევთ და რა თქმა უნდა, მისი სულიც გაიხარებს“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, კახა გულედანი უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტის ათივე რაინის გამგეობას, მუნიციპალურ ინსპექციას და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს გაუწევს კურატორობას.

„მინდა, წარამატებები ვუსურვო და ცხადია, დაუსრულებელი მშენებლობები იქნება მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება“,- განაცხადა კალაძემ.

World
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way